რადგან თორნიკე რიჟვაძემ განცხადება პარტიის ოფისში გააკეთა, ეს პოლიტიკურ მოწოდებად ითვლება და კანონდარღვევა არ არის - გიორგი სიორიძე

02 აპრილი 2022, 16:12 999 ნახვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიორიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც რიჟვაძემ ამომრჩევლებს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდა.

მისივე განმარტებით, რადგან თორნიკე რიჟვაძემ განცხადება პარტიის ოფისში გააკეთა, ეს პოლიტიკურ მოწოდებად ითვლება და კანონდარღვევა არ არის.

"მე დღეს მქონდა ბრიფინგი, სადაც დამისვეს კითხვა, თორნიკე რიჟვაძის განცხადების შესახებ, რომლის შესახებაც იმ კითხვის დროს გავიგე, რომელიც მოსმენილი არ მქონდა. მე გავაკეთე ზოგადი განმარტება იმის თაობაზე, რომ წინაასარჩევნო აგიტაცია კენჭისყრის დღეს აკრძალული არის. მაგალითად: კენჭისყრის შენობაში, უბანზე, კონკრეტულ პერიმეტრში. ეს პირდაპირ არის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45 მუხლით გათვალისწინებული, თუ სად არ შეიძლება აგიტაცია.

მე ზოგადად ვთქვი, რომ არჩევნებზე მოხდა ესეთი რამ, რომ წინა პარლამენტის თავმჯდომარეს ეკეთა სამკერდე ნიშანი ის სამართალდარღვევად იქნა ცნობილი.

მერე აღმოჩნდა, რომ თორნიკე რიჟვაძის განცხადება არ გაკეთებულა საარჩევნო უბანზე, ძალიან მკაფიოდ ამბობს, საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლი არ შეიძლება უბანზე და აგრეთვე არ შეიძლება აღმასრულებელი ხელისუფლების შენობაში. თუ ეს გაკეთდა აღმასრულებელი ხელისუფლების შენობაში აქ შეიძლება დარღვევაზე იყოს საუბარი. თუ  გაკეთდა პარტიის ოფისში, მაშინ ეს არის პოლიტიკური განცხადება", - აცხადებს გიორგი სიორიძე.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში