ღარიბაშვილი: ომი როგორმე უნდა შეჩერდეს

03 აპრილი 2022, 21:27 989 ნახვა

საქართველოს პრემიერის განცხადებით, ომის თავიდან ასაცილებლად ნებისმიერი პატრიოტი ხელისუფალი უნდა აკეთებდეს ყველაფერს, რომ ყველაზე დიდი უბედურება, განსაცდელი, რაც არის ომი, აარიდოს ქვეყანას.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ყველამ მოისმინა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ევროპის ქვეყნების ლიდერების გამოსვლები, სადაც ისინი საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებენ, სოლიდარობა განსხვავებული ფორმით გამოხატონ, მათ შორის ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნით. საქართველოდან კი 400 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა.

მოვლენებს ირაკლი ღარიბაშვილმა ტრაგიკული უწოდა და აღნიშნა, რომ ქვეყნების ლიდერებმა, ვისაც ხელეწიფებათ ომის შეჩერება, ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ რაც შეიძლება მალე დაასრულონ ომი.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში