მკაცრად ვგმობთ ბუჩაში ხოცვა-ჟლეტას და არაადამიანურობას, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ყველას, ვინც ომის დანაშაულებებში მონაწილეობდა​ - საგარეო უწყება

04 აპრილი 2022, 10:44 820 ნახვა

ბუჩაში განვითარებულ მოვლენებს გმობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

უწყების განცხადებით, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ყველას, ვინც ომის დანაშაულებში მონაწილეობდა.

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ ბუჩაში ხოცვა-ჟლეტას და არაადამიანურობას, რომელიც მიმართულია უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩვენ განადგურებული ვართ სასტიკი ბოროტმოქმედების სცენებით. ყველას, ვინც ამ ომის დანაშაულებებში მონაწილეობდა, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. ჩვენ გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში