საკრებულოს ახალი წევრის უფლებამოსილება - პროცედურები

04 აპრილი 2022, 14:47 946 ნახვა

ბათუმის საკრებულოში შესასვლელად შუალედურ არჩევნებში გამარჯვებულს მინიმუმ ერთი თვე დასჭირდება.

საოლქო საარჩევნო კომისიის იურისტის განმარტებით, გამარჯვებულის შედეგებს ოლქი 14 დღის ვადაში აჯამებს,  ცესკოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნების და  რეგისტრაციისთვის კი პროცედურულად,  დამატებით 15 დღეა საჭირო.

არჩევნების დღეს ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში 31 საჩივარი დარეგისტრირდა, ყველა მათგანი პროცედურულია და შედეგებზე გავლენას არ იქონიებს. მათი განხილვა სავარაუდოდ ხვალიდან დაიწყება.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში