ტარიელ ფუტკარაძის სახელობის სტიპენდია

05 აპრილი 2022, 17:44 1740 ნახვა

შუახევის მერია  პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის სახელობის სტიპენდიას  წელსაც გასცემს. თვითმმართველობა ამჯერად ექვს  წარჩინებულ სტუდენტს ერთჯერადად 500 ლარით დააჯილდოებს. ადგილობრივი ფრიადოსანი სტუდენტების გამოვლენა დაჯილდოება კონკურსის სახით მოხდება. განაცხადების მიღება უკვე დაიწყო,  სტიპენდიის მიღების მსურველებმა დოკუმენტაცია მერიაში 24 აპრილამდე უნდა წარადგინონ.  ტარიელ ფუტკარაძის  ხსოვნისადმი მიძღვნილი აქტივობა  მუნიციპალიტეტმა გასულ წელს წამოიწყო. მისი მიზანი  წარმატებული და მოტივირებული სტუდენტების წახალისებაა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში