სასამართლომ 5 ივლისის საქმეზე ბრალდებული კიდევ შვიდი პირი ძალადობის მუხლით ცნო დამნაშავედ

06 აპრილი 2022, 11:23 835 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივლისის საქმეზე ბრალდებული კიდევ შვიდი პირის მიმართ გამოაცხადა განაჩენი.

სამ პირს ბრალად ედებოდა ჟურნალისტებზე ძალადობა, დანარჩენებს კი 5 ივლისს მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ ერთ-ერთ მოქალაქეზე ძალადობა.

სასამართლომ თითოეულ ბრალდებულს 225-ე, ძალადობის ორგანიზების მუხლი გადაუკვალიფიცირა და 126-ე, ძალადობის მუხლით ცნო დამნაშავედ.

კერძოდ, ირაკლი წიგნაძეს, ბაქარ მაისურაძეს, ნიკოლოზ დადვანს, მუხრან დადვანს, თორნიკე გაბელიანს, დავით ქოჩიაშვილს სასჯელის სახით ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო ვანო ბურდულს სასჯელის ზომად განესზღვრა 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში