უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივები

06 აპრილი 2022, 14:43 850 ნახვა

უმაღლესი საბჭოს ორ საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილავს. 

„მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ და გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებს კომიტეტს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე წარუდგენს.

მისი განცხადებით, მაჭახლის დაცული ტერიტორიის შესახებ კანონის პროექტის მიზანი ხეობის ბიომრავალფეროვნებით, ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით გამორჩეული ტერიტორიების დაცვა, აღდგენა  და გონივრული გამოყენების ხელშეწყობაა.

ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას, ტერიტორიაზე ჩადენილ სამართალდარღვევებზე შესაბამისი რეაგირების  უფლებამოსილება მიენიჭება.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში