ჯერ რაღაც დაგაბრალონ, შემდეგ მტკიცებულებების წარდგენა გთხოვონ, რაც დაგაბრალე, სიმართლე არ არისო, ეს დიპლომატიის რომელ წესებში ჯდება - ოხანაშვილი

06 აპრილი 2022, 12:25 1102 ნახვა

რას შეიძლება, ემსახურებოდეს ის, რომ ჯერ რაღაც დაგაბრალონ, შემდეგ მტკიცებულებების წარდგენა გთხოვონ, რაც დაგაბრალე, სიმართლე არ არისო, ეს დიპლომატიის რომელ წესებში ჯდება, – ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი კონტრაბანდულ პროდუქტთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქეთა მინისტრის დმიტრო კულებას გუშინდელ განცხადებას.

საუბარია განცხადებაზე, სადაც კულება ამბობს, რომ ელოდებიან ოფიციალურ მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს საქართველოსგან.

ანრი ოხანაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად მოზომილად, სიფრთხილით ეკიდება განცხადებებს, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებით ნაბიჯების გადადგმასა და უკრაინის ხელისუფლებისთვის პასუხის გაცემას ეხება.

„უკრაინიში ოკუპანტის შეჭრის შემდეგ საქართველოს სახელმწიფოს მიმართ არაერთი უმძიმესი და ბინძური პროვოკაცია ხორციელდება. რას შეიძლება, ემსახურებოდეს ის, რომ ჯერ შეიძლება, რაღაც დაგაბრალონ და ამ დაბრალების შემდეგ გთხოვონ, წარმოადგინე მტკიცებულებები, რომ რაც დაგაბრალე, სიმართლე არ არისო. ეს დიპლომატიის რომელ წესებში ჯდება ან რა ინტერესებს ემსახურება? ეს ყველაფერი სამწუხაროა. არ გვსურს, ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფი ხალხისა და ხელისუფლების მიმართ დავიწყოთ საუბარი. შეიძლება, გეგმა იყოს იმ პროვოკაციების ჯაჭვის, რომ გამოვიდეთ და ვთქვათ, ეს ყველაფერი მიუღებელია. როგორ შეიძლება, მისაღები იყოს? ქვეყანა არის თავდაცვის რეჟიმში ოკუპანტის წინააღმდეგ, წესით, საერთო ინტერესები უნდა გვქონდეს და რაღაც ბრალდებებზე საუბრობენ"- განაცხადა ოხანაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში