უკრაინასთან დაკავშირებით ''ლელომ'' რეზოლუცია მოამზადა

07 აპრილი 2022, 11:08 1003 ნახვა

,,უკრაინაში სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული“-  „ლელოს“რეზოლუცია, რომელსაც პარტია პარლამენტში დღეს დაარეგისტრირებს.

დოკუმენტში ჩაიწერება, რომ რუსეთმა უკრაინაში სამხედრო დანაშაული ჩაიდინა და რუსეთი დამნაშავეა. 

რეზოლუციის ავტორები მოუწოდებენ საერთაშორისო თანამეგობრობას, ყველა შესაძლო ძალისხმევა მიმართონ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე განხორციელებული ომის დანაშაულების დაუყოვნებლივ გამოძიებისა და დასჯის მიზნით. 

ეს დოკუმენტი საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას კი ავალებს, მჭიდრო თანამშრომლობის გაწევას უკრაინის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, რათა მოხდეს 2008 წლის ომში რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილი დანაშაულების დოკუმენტირებისა და სამართალწარმოების მიმართულებით მიღებული გამოცდილების გაზიარება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში