ნატოს მინისტერიალი და შეხვედრები

07 აპრილი 2022, 17:45 927 ნახვა

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი თურქ კოლეგას მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრობას და სტრატეგიულ პარტნიორობას ასევე გამოთქვეს მზაობა აქტიურად ითანამშრომლონ საქართველო-თურქეთის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის.  მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე შეხვედრა გამართა  ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრთან. მინისტრებმა  ქვეყნების  მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობაზე ისაუბრეს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში