სახლები მიუსაფარი ძაღლებისთვის 

08 აპრილი 2022, 11:01 1175 ნახვა

10 ხის სახლი მოხატეს ქობულეთში მიუსაფარი ცხოველთა დაცვის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა.

პროექტი, ქობულეთის მერიის და "ზაქარას კეთილი მანქანის" ინიციატივით განხორციელდა, რომელიც რეგიონალური ტურნეს ფარგლებში დაგეგმეს.

აქტივობაში ცხოველთა უფლებების დამცველები და სამოქალაქო აქტივისტებიც ჩაერთვნენ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში