ვიზიტი ბრიუსელში

08 აპრილი 2022, 11:20 651 ნახვა

საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მომავალი - ეს იყო ის მთავარი საკითხი, რომელსაც ქართული მხარე მინისტერიალის ფარგლებში განიხილავდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა მსოფლიო ლიდერებთან.

ილია დარჩიაშვილი შეხვდა იაპონელ და კანადელ კოლეგებს, ასევე მანამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა პირისპირ შეხვედრა გამართა ალიანსის გენერალურ მდივანთან.

მინისტრებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე, ასევე გლობალურ და რეგიონალურ გამოწვევებზე. 

იენს სტოლტენბერგი საქართველოსთან ახლო კონტაქტზე საუბრობს და სპეციალურ ბრიფინგზეც ისაუბრა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მომავალზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში