პარლამენტში აცხადებენ, რომ შალვა პაპუაშვილს უკრაინის რადას თავმჯდომარის ოფიციალური მიწვევა არ მიუღია

08 აპრილი 2022, 15:19 1008 ნახვა

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს უკრაინის რადას თავმჯდომარის რუსლან სტეფანჩუკის ოფიციალური მიწვევა არ მიუღია.

როგორც საქართველოს პირველ არხს პარლამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, მიწვევა პარლამენტში არ შესულა.

ანდრეი კასიანოვის ინფორმაციით, რუსლან სტეფანჩუკის მიწვევა მიიღო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმაც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში