საქართველო ომით ტერიტორიების დაბრუნებას არც ცდილობს და არც ეცდება - სალომე ზურაბიშვილი

09 აპრილი 2022, 19:11 1270 ნახვა

„როგორც ჯვარცმას მოჰყვება აღდგომა, ისე ტანჯვას მოჰყვება გამარჯვება - გვჯერა, რომ უკრაინის მიერ გაღებული უმძიმესი მსხვერპლი, მისი გამარჯვების საწინდარი იქნება“, - განაცხადა 9 აპრილთან დაკავშრებით სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა.

მანვე აღნიშნა, რომ  საქართველო ომით ტერიტორიების დაბრუნებას არც ცდილობს და არც ეცდება მომავალში.

მისი განცხადებით, ყველანი ვხედავთ,რომ  ომით მოპოვებული ტერიტორიები არაფრის მომტანია, არც განვითარების, არც თვითდამკვიდრების და არც იდენტობის დაცვის.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა ეროვნული თანხმობის დოკუმენტის მიღებაზე.  

მან 9 აპრილის  მონაწილე, უსინათლო მომღერალი ლელა ვეფხვაძე, ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში