უკრაინაში დაღუპული ქართველების გადმოსვენების საქმეში საელჩო ჩაერთო - როგორ არიან დაჭრილები

10 აპრილი 2022, 12:06 1016 ნახვა

ოკუპანტებთან ბრძოლას  ორი ქართველი მებრძოლი შეეწირა - დავით მენაბდიშვილი და ნიკოლოზ შანავა.

ისინი ხარკოვთან დავალებას ასრულებდნენ, შეტაკების შემდეგ კი რუსმა ოკუპანტებმა ტერიტორია დაბომბეს, რასაც ქართველების სიცოცხლე შეეწირა. მანამდე მათ ოპერაცია წარმატებით შეასრულეს და უკვე უკან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც ოკუპანტებმა დრონებით დაბომბვა დაიწყეს. შემთხვევის დროს დაიჭრა 5 ქართველი მებრძოლი.

დაჭრილი ჯარისკაცების მდგომარეობა სტაბილურია. ისინი საავადმყოფოში იმყოფებიან და შესაბამის მკურნალობას გადიან. ფრონტის ხაზიდან ყველა მათგანი გამოყვანილია. ქართველი მებრძოლები უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ბატალიონში - კარპასკა სიჩში ირიცხებოდნენ.  ხარკოვთან ბრძოლები ამ დრომდე მიმდინარეობს. 

ამ დროისთვის უცნობია, როდის მოხერხდება გმირების სამშობლოში გადმოსვენება. როგორც მებრძოლებს თავიანთი მეზობლები ახასიათებენ  ისინი სულით მებრძოლები იყვნენ. აქედან გამომდინარე არავის გაკვირვებია ის რომ ისინი იბრძოდნენ რუსეთის წინააღმდეგ.

დაღუპული მებრძოლების გადმოსვენების პროცესში საქართველოს საელჩო უკვე ჩაერთო. 

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის დროს დაღუპული 3 ქართველი მებრძოლი დავით გობეჯიშვილი, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი სამშობლოში ჩამოასვენეს. გმირები სამხედრო პატივით დაკრძალეს.

ამ დრომდე ვერ ხერხდება მარიუპოლიდან ბახვა ჩიქობავას ცხედრის ჩამოსვენება.  

 

 

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში