ევროპარლამენტის დელეგაციის ვიზიტი

11 აპრილი 2022, 14:31 809 ნახვა

,,როგორც აქამდე, პირადად განვაგრძობ აქტიურ ჩართულობას საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა  ევროპარლამენტარებთან შეხვედრისას.

ორბელიანების სასახლეში საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, რეგიონში არსებულ ვითარებას, შავი ზღვის უსაფრთხოებას, ასოცირებულ ტრიოსა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, ასევე ეროვნული თანხმობის პროცესს.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობისა და მისი დაფარვის ზონის გაფართოების მნიშვნელობას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში