ღარიბაშვილი - “არავითარი მეორე ფრონტი არ იქნება საქართველოში”

11 აპრილი 2022, 14:48 880 ნახვა

პრემიერმა მთავრობის სხდომაზე დღეს მოკლედ შეაფასა უკრაინაში მიმდინარე პროცესები და განაცხადა, რომ საქართველოში არავითარი მეორე ფრონტი არ იქნება, რადგან ხელისუფლება განაგრძობს სახელმწიფოს და მოქალაქეების დაცვას.

„ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური მოლოდინები, იმის მიუხედავად, რაც ხდება უკრაინაში; ამიტომ, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა და ხელი შევუწყოთ განვითარებას“ - განაცხადა ქვეყნის პრემიერმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში