კომპანია “მეტრო სითის” ბრალდებებს ბიზნესმენი პასუხობს

11 აპრილი 2022, 18:34 8189 ნახვა

ბიზნესმენი  ნოდარ საპირი მეტროსითის წარმომადგენლის იმ განცხადებას პასუხობს, სადაც  რაულ კახაძემ  ბიზნესმენი კომპანიის მიტოვებასა და თანამშრომლების უმუშევრად დარჩენაში დაადანაშაულა. კომპანია „დიბო ჯგუფის“ დირექტორი „მეტროსითის“ თაღლითობასა და ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშაულებს. ნოდარ საპირის ინფორმაციით,  გასული წლის აპრილში მეტროსითისთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე   ბათუმში  მდებარე  მეტროსითის 12 ობიექტზე   მართვის  ექსკლუზიური  უფლება მიიღო, თუმცა მისი განცხადებით, კომპანიამ  ყველა პირობა დაარღვია და   ობიექტები    პოტენციურ კლიენტებს, კერძოდ   ჩინურ კომპანიებს  თაღლითური  გზით,  „დიბო ჯგუფის“  მსგავსი სახელით მიაქირავა. ბიზნესმესმეტროსითისთან“  100 მილიონ დოლარზე აქვს პრეტენზია. მეტროსითის ქონება  დაყადაღებულია და გასაჩივრებულია სასამართლოში.  რაც შეეხება 1500 თანამშრომელს,  რომლებიც უმუშევრად  დარჩა და აქციებს მართავს, ნოდარ საპირი ამბობს, რომ ეს ადამიანები  სასტუმროში  „მეტროსიტის“ მიერ  ჩინურ კომპანიებზე თაღლითურად გაქირავების შემდეგ დასაქმდნენ. ბრალდებებს ბრალდებებითვე პასუხობს მეტროსითის წარმომადგენელი.  რაულ კახაძის განცხადებით, ნოდარ საპირიმ მოტყუებით  ჩინელი ინვესტრორის ნდობა მოიპოვა, კომპანიის 100 % წილი გადაიფორმა და მეტროსითის ობიექტებში  ბიზნესი არ ამუშავა. მისივე ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ინვესტორმა კომაპნიის დაბრუნება მოითხოვა, საპირიმ ჩანგ იანგი  დააშანტაჟა და  იგი საქართველოში ვერ ჩამოდის. კომპანიებს შორის დაწყებულ დავაზე    გამოძიება თაღლითობის მუხლით მიმდინარეობს.  პარალელურად საქმეს  სასამართლო განიხილავს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში