ჩავა თუ არა საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში?

11 აპრილი 2022, 19:40 1278 ნახვა

ჩავა თუ არა საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში და იქნებიან თუ არა მასში მმართველი პარტიის დეპუტატები, ჯერ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. ცნობილია, რომ „ქართული ოცნება“ მეგობარ ქვეყანაში ჩასასვლელად მზადაა, თუ წაყენებულ ბრალდებებზე განმარტებებს მოისმენენ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ბუჩაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ჩასვლა აუცილებელია. „ქართული ოცნების“ შეფასებით, სამწუხაროა, როდესაც არასწორი ინტერპრეტაციები და არასწორი ნაბიჯების გადადგმა ხდება, რაც აზიანებს საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში