ბათუმის მერია ზარალს ითვლის

12 აპრილი 2022, 11:00 982 ნახვა

ძლიერმა ქარმა ბათუმში ოძელაშვილის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიან კორპუსს თუნუქის შეფუთვა მოგლიჯა, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.  თუმცა კორპუსის მომიჯნავე  ბინებში მცხოვრებლები  მოსალოდნელ  საფრთხეებზე საუბრობენ.

ძლიერმა  ქარმა ბათუმშიც რამდენიმე მისამართზე  შექმნა პრობლემები:  ყაზბეგის, ინასარიძის, იმნაძის, ჭავჭავაძის, გორგილაძის, ფრიდონ ხალვაშის ქუჩებზე, ასევე თამარის დასახლებაში ხეები წააქცია. რამდენიმე საცხოვრებელ სახლს კი სახურავი გადახადა. დაზიანდა ავტობუსის მოსაცდელიც. 

მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ მერიის სამსახურები. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. მერია ზარალს ითვლის.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში