ქობულეთის მერიაში სტიქიის სალიკვიდაციო კომისია შეიქმნა

12 აპრილი 2022, 14:30 994 ნახვა

9 საცხოვრებელის სახლს, მათ შორის 3  მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსს  ქარბორბალამ  სახურავი გადახადა ქობულეთში. დაზარალებული ოჯახების მდგომარეობას მერიის სტიქიის სალიკვიდაციო კომისია შეისწავლის. 

ასევე ჩაქვში და ფიჭვნარის დასახლებაში ქარმა ხეები წააქცია და გზის სავალი ნაწილი ჩახერგა. დაზიანდა საცხოვრებელ კორპუსთან მდგარი ავტომობილებიც, რომლებსაც სახურავიდან გადმოყრილი თუნუქის ფირფიტების  ნაწილები დაეცა.

ქარით გამოწვეული პრობლემების გარდა მეხანძრე-მაშველები  ერთდროულად რამდენიმე სოფელში ცდილობდნენ ხანძრის ლიკვიდიაციას.

ცეცხლი გამხმარ ბალახს და ეკალ-ბარდებს  გაუჩნდა. ხანძარი იყო  ისპანის ჭაობის ტერიტორიაზეც.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში