პოლიტიკური განცხადებები

12 აპრილი 2022, 14:41 764 ნახვა

პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა პარლამენტის სესია. დეპუტატებმა სიტყვით გამოსვლის დროს აქცენტი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და ევროინტეგრაციის პროცესზე გააკეთეს. თითქმის 2 საათის განმავლობაში გამოსვლები ურთიერთკრიტიკის ფონზე მიმდინარეობდა.

ოპოზიცია ხელისუფლებას  უმოქმედობაში ადანაშაულებს და აცხადებენ, რომ საჭირო რეფორმებს, რაც ევროპაში ინტეგრაციას დააჩქარებს “ქართული ოცნების“ მთავრობა არ ახორციელებს.

“ქართულ ოცნებაში“ კი პირიქით, პოლიტიკურ ოპონენტებს დესტრუქციაში დებენ ბრალს.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში