რა შემადგენლობით წავა უკრაინაში საპარლამენტო დელეგაცია?

12 აპრილი 2022, 15:01 861 ნახვა

პოლიტიკური ბრალდებებისა და დაპირისპირების მიუხედავად, ცნობილი ხდება, რომ უკრაინაში ჩვენი ქვეყნიდან საპარლამენტო დელეგაცია ჩავა, თუმცა ჯერ ისევ უცნობია იმ პარლამენტართა ვინაობა, რომლებიც საკუთარი თვალით ნახავენ  კონფლიქტის ზონაში ომისა და რუსული აგრესიის  შედეგებს. ვიცით მხოლოდ ის, რომ ვიზიტი კვირის ბოლოს იგეგმება.

ვიდრე ''ქართული ოცნების'' მზაობა ოფიციალურად დადასტურდებოდა, მანამდე  პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ  კონკრეტულ წინაპირობებზე ისაუბრა, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში უკრაინაში ჩავიდოდნენ.

ულტიმატუმის გამო,  რა თქმა უნდა, მმართველი პარტია გახდა  კრიტიკის მიზეზი.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში