კვარაცხელიას საქმეზე სასამართლო განაჩენს პარასკევს გამოცხადებს

12 აპრილი 2022, 18:32 1011 ნახვა

22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის  საქმეზე განაჩენს მოსამართლე პარასკევს გამოაცხადებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს დაცვის მხარის დასკვნითი და ბრალდებულის საბოლოო სიტყვა მოისმინა. სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოვიდა   ნიკა კვარაცხელიას დედა. მან ბრალდებულების,  აკო ჭელიძის  და გიორგი კავილაძის  კანონის სრული სიმკაცრით დასჯა და  ჯგუფური ძალადობის მუხლით გასამარლება მოითხოვა.  მოკლულის დედის, იზა ომაძის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ მკვლელობას დამკვეთები ჰყავს.  15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელია ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს. აღნიშნულ საქმეზე თითქმის, ერთთვიანი ძებნის შემდეგ, ბრალდებულები  თბილისში, წყნეთში დააკავეს. მათ ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან. დანაშაულს მხოლოდ აკო ჭელიძე აღიარებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში