იდეალურად დალაგდა დელეგაცია, „ომის პარტია“ ბორტს მიღმა დარჩა - კობახიძე 

14 აპრილი 2022, 14:38 1047 ნახვა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ უკრაინაში ქართული დელეგაციის გამგზავრებასთან დაკავშირებით ყველაფერი იდეალურად დალაგდა.

ირაკლი კობახიძის თქმით,''ომის პარტია'' ბორტს მიღმა დარჩა. 

„მე მგონია, რომ იდეალურად დალაგდა დელეგაცია, იდეალურია ის, როდესაც ეს ვიზიტი მრავალპარტიულია და შესაბამისად მრავალპარტიული ფორმით იქნება გამოხატული სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ. ასევე ძალიან კარგია ის, რომ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი არ იქნება ამ ვიზიტში.

ეს არის ძალიან ლოგიკური, ნიშანდობლივი და სიმბოლურიც. „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც არის „ომის პარტია“ არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად წარმოდგენილი - ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური.

„ნაცმოძრაობა“ დარჩა მარტო. ყველა პოლიტიკური ჯგუფი მიდის უკრაინაში, ყველა ერთად „ქართულ ოცნებასთან“, შალვა პაპუაშვილთან ერთად.

„ომის პარტია“უნდა იყოს ბორტს მიღმა და ისინი დარჩნენ ბორტს მიღმა, ეს არის ძალიან სიმბოლური, ნიშანდობლივი და კარგი'' - განაცხადა კობახიძემ.

დღეს, 14 აპრილს, ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით უკრიანაში წამსვლელ დელეგაციაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში