სოფლის მხარდაჭერის პროექტი - ოპოზიციის ბრალდებები და მერიის პასუხი

14 აპრილი 2022, 14:34 788 ნახვა

ქობულეთის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ქობულეთის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებენ.

ლაშა კომახიძის განცხადებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში  მხოლოდ მმართველი პარტიის წარმომადგენლები არიან ჩართულნი, რადგანაც როგორც ამბობენ, შეხვედრებს მხოლოდ საჯარო მოხელეები ესწრებიან და არა რიგითი მოქალაქეები. რაც მათი შეფასებით, კორუფციული სქემის ნაწილია.

ოპოზიციის ბრალდებებს ქობულეთის მერი აბსურდულს უწოდებს და ოპოზიციას საკითხზე მეტი ინფორმირებულობისკენ  მოუწოდებს.

ქობულეთის მერი ამბობს, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 800 ათასი ლარზე მეტია  გამოყოფილი, რომელიც სოფლების განვითარებას და მათ საჭიროებებზეა გათვლილი. მისი თქმით, შეხვედრებში მონაწილეობა ყველა მსურველს შეუძლია.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში