პარლამენტმა “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილებების შესახებ პროექტი მიიღო

14 აპრილი 2022, 14:34 724 ნახვა

პარლამენტმა 83 - ხმით, 6 -ის წინააღმდეგ  “დაამტკიცა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“  კანონში ცვლილებები,  რომლებიც სახელმწიფო ორგანოთა შორის კომპეტენციების განსაზღვრას ეხებოდა.

არსებული კანონით კომპეტენციის შესახებ დავის ფარგლებში მხოლოდ ნორმატიული აქტის გასაჩივრება არის დასაშვები.

“საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებებით კი, ასეთი დავის წამოწყება შესაძლებელი არა მხოლოდ ნორმატიული აქტის, არამედ “მოქმედება/უმოქმედობის“ საფუძველზეც, თუკი ერთი სახელმწიფო ორგანო ჩათვლის, რომ მეორემ მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება დაარღვია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში