უკრაინაში რვა დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია გაემგზავრება

15 აპრილი 2022, 11:57 967 ნახვა

უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით ორგანიზაციული საკითხები კიდევ თანხმდება, ვადები, მარშრუტები და ა.შ. ჩვენი სურვილია, ვიზიტი ამ კვირაშივე შედგეს. ამ წუთებში დეპუტატები შალვა პაპუაშვილს ხვდებიან, რომლის შემდეგაც  საერთო განცხადებას გააკეთებენ.   

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში სავარაუდოდ დღეს გაემგზავრება. რაც შეეხება  შემადგენლობას,   "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ევროპელმა სოციალისტებმა" ვიზიტზე უარი საკუთარი სურვილით თქვეს. დელეგაციაშია 8 დეპუტატია, რომლებსაც  პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს.

მასთან ერთად კიევში მიდიან სამი ვიცე-სპიკერი: დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის დეპუტატები: ვახტანგ მეგრელიშვილი, ანა ნაცვლიშვილი, ხათუნა სამნიძე და გიორგი ხოჯევანიშვილი.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში