საქართველოს მთავრობა და ყველა შესაბამისი უწყება აქტიურად მუშაობს აღნიშნული კითხვარის მომზადებაზე - დარჩიაშვილი

15 აპრილი 2022, 13:28 964 ნახვა

მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის 62-ე სხდომა გაიმართა. 

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბრისულიდან მიღებული კითხვარი შესაბამის უწყებებს გადაეცა.

ილია დარჩიაშვილის თქმით, მთავრობა მუშაობს იმისათვის, რომ დოკუმენტი დროულად მომზადდეს. 

''ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისია ასრულებს მთავარ მაკოორდინირებელ ფუნქციას ამ პროცესში. საქართველომ 11 აპრილს ბრიუსელიდან მიიღო კონკრეტული კითხვარი, რომელიც ჩვენი ევროინტეგრაციის შემდეგი ნაბიჯია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყო პროცესი. შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად გაიმართა შეხვედრები და გადაეცათ კითხვარები. 

საქართველოს მთავრობა და ყველა შესაბამისი უწყება აქტიურად მუშაობს აღნიშნული კითხვარის მომზადებაზე, რათა დროულად და სწარაფად მოვახდინოთ აღნიშნული დოკუმენტის მომზადება და ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის რაც შეიძლება მალე დაბრუნება'' - განაცხადა დარჩიაშვილმა. 

მინისტრის განმარტებით, კითხვარის შევსების პროცესში პარტნიორი ქვეყნების გამოცდილებას გაიზიარებენ. 

''ჩვენ ვგეგმავთ ჩვენს პარტნიორებთან და მეგობარ ქვეყნებთან ამ კუთხით ძალიან აქტიურ კოორდინაციას. რამდენიმე საათის წინ დავბრუნდი ჩეხეთიდან, სადაც მქონდა კოლეგასთან ორმხრივი შეხვედრა. მათთანაც ვისაუბრეთ ამ შესაძლებლობაზე.  ვაგრძელებთ კონსულტაციებს იმისათვის, რომ მათი ცოდნა და გამოცდილება მივიღოთ, ასევე გვქონდეს მათი მხარდაჭერა აღნიშნული კითხვარის შევსების პროცესში'' - განაცხადა დარჩიაშვილმა. 

სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი 11 აპრილს ბრიუსელში გადასცა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში