ოპოზიციონერი დეპუტატების მიმართვა ევროკომისარს

15 აპრილი 2022, 15:05 1067 ნახვა

ხელისუფლების გვერდის ავლით წერილებით მიმართვა უადგილოა - მიაჩნია პარლამენტის თავმჯდომარეს. 

შალვა პაპუაშვილმა ასეთი შეფასება ოპოზიციის იმ წერილზე გააკეთა, რომლითაც 8 დეპუტატმა სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს მიმართეს. ისინი ევროკავშირის კითხვარის საჯაროობას ითხოვენ და ამასთან აინტერესებთ, უშლის თუ არა  ხელს საქართველოს მთავრობას ამის  გაკეთებაში ევროკავშირის რომელიმე პროცედურული წესი.

რა წერია კითხვარში, რის გამოც ოპოზიციამ დოკუმენტის გასაჯაროვებაში დახმარება ოლივერ ვარჰეის სთხოვა და საბოლოოდ ვის შეუძლია გადაწყვეტილების მიღება კითხვარი იყოს ხელმისაწვდომი?   

 

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში