მთავრობამ ევროკომისიის კითხვარი გამოაქვეყნა

15 აპრილი 2022, 19:38 910 ნახვა

მიაღწია თუ არა საქართველომ იმ ინსტიტუტების სტაბილურობას, რომლებიც უზრუნველყოფენ კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებისა და უმცირესობათა დაცვას, ასევე, როგორ გაუძლებს საბაზრო ეკონომიკა ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნებს და რამდენად დააკმაყოფილებს ევროკავშირის მიზნესბპოლიტიკურ და ეკონომიკურ ჭრილში. ამ კრიტერიუმებს ეყრდნობა კითხვარი, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს გადმოსცა. ოპოზიცია დოკუმენტის შინაარსის გასაჯაროებას ითხოვდა. თითქმის 1 კვირა ევროკავშირის კითხვარი ქართულ პოლიტიკურ ძალებს შორის მწვავე დებატების და ურთიერთ ბრალდებების მიზეზიც გახდა. დავობდნენ ყველაფერზე: ღია უნდა ყოფილიყო თუ არა კითხვების ჩამონათვალი, ვინ იქნება პასუხისმგებელი თუ თბილისში შევსებულ დოკუმენტს ბრიუსელი დაიწუნებს და ა.შ.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში