მტკიცე მხარდაჭერის მისია

31 დეკემბერი 2016, 00:00 1952 ნახვა

მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონი ავღანეთში გადასროლის წინა სწავლების დასკვნით ფაზაზე გადავიდა. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის მზადების ფარგლებში, დღეს ქვედანაყოფმა ჩხრეკა-კორდონის ოპერაცია ასეულის შემადგენლობით განახორციელა. სწავლებისას გამოყენებული იყო ამერიკული სპეციალური დანიშნულების მანქანები და სხვადასხვა ტიპის შეიარაღება. საველე სწავლების დროს ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობის, სამედიცინო ევაკუაციის, კონტაქტზე რეაგირებისა და სხვა სამხედრო ტიპის ამოცანა შესრულდა. სწავლებაში 150-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა, მათ შორის, ამერიკელი საზღვაო ქვეითები. სწავლება ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრში ტარდება და ის რეალურ სიტუაციასთან მაქსიმალურადაა მიახლოებული. სწავლება იანვარში დასრულდება, რის შემდეგაც სამხედროები შემოწმებას გერმანიაში გაივლიან, შემდეგ ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებას შეუდგებიან.

ამავე კატეგორიაში