საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში შეხვედრებს მართავს

16 აპრილი 2022, 17:20 973 ნახვა

შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაციამ  შეხვედრა გამართა რადას თავმჯდომარესთან, რუსლან სტეფანჩუკთან.

სტეფანჩუკის განცხადებით, უკრაინისა და საქართველოს დელეგაციების შეხვედრა ხელს შეუწყობს ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებას.

შეხვედრაზე  აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების დაწესების აუცილებლობა, უკრაინისა და საქართველოს ევროინტეგრაციის მომავალი, ასევე უკრაინის აღდგენის პროცესში საქართველოს შესაძლო დახმარება განიხილეს. 

სტეფანჩუკმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს  ვიზიტისთვის, სოლიდარობისა და მხარდაჭერის მადლობა გადაუხადა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში