საპარლამენტო დელეგაცია უკრაინიდან დაბრუნდა

17 აპრილი 2022, 17:36 1106 ნახვა

„ ეს ვიზიტი იყო ორი ქვეყნის ურთიერთობისთვის უმნიშვნელოვანესი“ - აცხადებენ უკრაინიდან დაბრუნებული დელეგაციის წარმომადგენლები.  ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით უკრაინის წარმომადგენლობა საქართველოს დელეგაციას მოწიწებით დახვდა და მაქსიმალურად უზრუნველყო გადაადგილების უსაფრთხოების დაცვა. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლებმა რამდენიმე ქალაქი მოინახულეს და საკუთარი თვალით ნახეს წამების ადგილები, დაბომბილი და განადგურებული ქალაქები. დელეგატები ამბობენ, რომ უკრაინელი კოლეგების მხრიდან მიწოდებული ინფორმაციით გამოჩნდა, რომ ჰქონდათ მოლოდინი მეგობარი ქვეყნისგან მეტი მხარდაჭერის. ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ გაჩნდა შანსი საქართველოში ოპოზიციასთან დაიწყოს მოლაპარაკებები  თუ  რა  ნაბიჯების გადადგმა შეიძლება და  სანქციების რომელ ნაწილს შეუერთდება საქართველო უკრაინის მხარდასაჭერად.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში