შეხვედრა მოსახლეობასთან

18 აპრილი 2022, 11:41 1061 ნახვა

ბათუმში ავარიული სახლების, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით არსებული პრობლემები იყო ერთ-ერთი საკითხი, რომლის შესახებაც მოქალაქეებმა მერთან შეხვედრაზე ისაუბრეს. 

განიხილეს მიწის აღიარების კომისიის საკითხებიც. ადგილობრივებმა არჩილ ჩიქოვანისგან პრობლემების მოგვარების პირობა მიიღეს. 
შეხვედრას მუნიციპარული სამსახურების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. 

მოქალაქეების ნაწილს კონსულტაციები ადგილზე გაეწია. 


ბათუმის მერიის ინფორმაციით პრობლემების მოგვარების მიზნით შეხვედრის ჩასანიშნად მოქალაქეებმა უნდა დარეკონ ადმინისტრაციაში ნომერზე 27-01-19.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში