იმუნიზაციის საბჭოსგან ასეთი რეკომენდაცია არ ყოფილა - ჯანდაცვის მინისტრი ვაქცინის მეოთხე დოზის დამტკიცებაზე 

18 აპრილი 2022, 13:17 945 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ჯერ-ჯერობით იმუნიზაციის საბჭოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზის დამატებასთან დაკავშირებით რეკომენდაციით არ მიუმართავს. 

''ბოლო ერთ თვეზე მეტია ვაკვირდებით, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ქვეყანაში არის მნიშვნელოვნად დასტაბილურებული, ბოლო რამდენიმე კვირაა მინიმუმამდეა დაყვანილი შემთხვევების რაოდენობა. ასევე გარდაცვალების რიცხვი მკვეთრად შემცირებულია. 

იმუნიზაციის  საბჭო მუდმივ რეჟიმში იხილავს სხვადსხვა ქვეყნის მაგალითებს, ამა თუ იმ შტამის მიმდინარეობას და თუ ამ საბჭოდან იქნება რეკომენდაცია, სამინისტროს დონეზე გავივლით და შევჯერდებით. ჯერ-ჯერობით ასეთი რეკომენდაცია არ ყოფილა'' - განაცხადა აზარაშვილმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში