არის მთელი რიგი ქვეყნები, სადაც ინფლაცია კიდევ უფრო მაღალია - ირაკლი ქარსელაძე 

18 აპრილი 2022, 14:11 8162 ნახვა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, ინფლაცია სხვა ქვეყნებში გაცილებით უფრო მაღალია.

ირაკლი ქარსელაძის თქმით, საქართველო მსოფლიო თანამეგობრობის წევრი ქვეყანაა, რომელიც მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია თავის სავაჭრო პარტნიორებზე.

''შესაბამისად, ის ცვლილებები, რაც სამეზობლოში ხდება, რა თქმა უნდა  ჩვენს ქვეყანაზეც აისახება. ომი ის გარემოებაა, რომელიც რეალურად ძალიან ცვლის არამარტო ეკონომიკას, არამედ კიდევ უფრო მნიშვნელოვან ასპექტებს. აქედან გამომდინარე, ინფლაცია რაც დღეს საქართველოში შეიმჩნევა, ანალოგიურად არის სხვაგან. უფრო მეტიც, არის მთელი რიგი ქვეყნები, სადაც ინფლაცია კიდევ უფრო მაღალია.

აქედან გამომდინარე არ შეიძლება განყენებულად ქვეყანაში მიმდინარე ინფლაციაზე ვისაუბროთ ისე, რომ არ შევეხოთ ამ ასპექტებს. შესაბამისად, რაც ხდება მსოფლიოში, იგივე ასახვა არის საქართველოში. არის მთელი რიგი მიმართულებები, რასაც სახელმწიფო ახორციელებს.

წინასწარ არ მგონია, რომ მიზანშეწონილი იყოს საუბარი ინფლაციის კონკრეტულ ციფრებზე, იმიტომ რომ შარშანდელი წელიც პროგნოზებით იყო ძალიან მძიმე, თუმცა მადლობა  ღმერთს მივიღეთ კარგი შედეგი, დიდი მუშაობის ხარჯზე. წელსაც ვაპირებთ კიდევ უფრო მეტი ვიმუშავოთ“, - განაცხადა ქარსელაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში