ელენე ახვლედიანის ნამუშევრის გამოფენა

18 აპრილი 2022, 14:02 1201 ნახვა

„ბეგების სამფლობელოს დარბევა XX ს- ის პირველ ნახევარში“ - ასე ჰქვია მხატვარ ელენე ახვლედიანის ნამუშევარს, რომელიც ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმშია გამოფენილი.

რევოლუციურ თემატიკაზე შექმნილი ექსპონატი  მუზეუმის საცავიდან მხატვრის იუბილესთან დაკავშირებით  გამოიტანეს.

ელენე ახვლედიანის  ეს ერთადერთი ნახატია, რომელიც  ბათუმში  ინახება. ის სხვადასხვა დროს ბათუმის სხვადასხვა მუზეუმში ინახებოდა.

მსურველებს  ნამუშევრის  დათვალიერება და მის შესახებ ისტორიის გაცნობა  1 კვირის განმავლობაში შეეძლებათ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში