სარჩელი 5 ივლისს დაზარალებული 24 ჟურნალისტის დასაცავად

18 აპრილი 2022, 18:14 1249 ნახვა

გასული წლის 5 ივლისის მოვლენებზე საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო 24 ჟურნალისტის უფლებების დასაცავად საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართავს. სარჩელი მიმართულია  შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ, რომელმაც ორგანიზაციის მტკიცებით, 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების აგრესიისა და თავდასხმისგან არ დაიცვა ჟურნალისტების ჯანმრთელობა და ვერ უზრუნველყო მათი პროფესიული საქმიანობის შესრულებისათვის სათანადო პირობები.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში