მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომა

19 აპრილი 2022, 14:43 915 ნახვა

მაღალმთიანი დასახლებების მხარდაჭერის მიზნით სამი წლის განმავლობაში 968.5 მლნ ლარის პროექტები განხორციელდება.

მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებები განიხილეს მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომაზე.

პრემიერ-მინისტრს წარედგინა „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სოციალური შეღავათებით სარგებლობის შესახებ 2021 წლის ანგარიში; ასევე, 2021 წლის მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტებისა და პროგრამების შესრულების ანგარიში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში