ბათუმის საკრებულომ გახარიას პარტიაში გადასულ თანამშრომელთან სასამართლო დავა წააგო

19 აპრილი 2022, 17:32 2918 ნახვა

ყოფილმა თანამშრომელმა ბათუმის საკრებულოს დავა მოუგო. ბათუმის საქალაქო სასამართლომ  გია აბულაძის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა და საკრებულოს მოსარჩელის სამსახურში აღდგენა და  განაცდურის გადახდა დაავალა.  1 წლის წინ ბათუმის საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის  მეორე კატეგორიის უფროსი  სპეციალისტი, რომელიც ამჟამდ პარტია „საქართველოსთვის“  ხულოს ორგანიზაციის ხელმძღვანელია,  მძიმე დისციპლინურ  გადაცდომის მოტივით გათავისუფლდა. გია აბულაძე აცხადებს,  რომ ეს გადაწყვეტილება  მის განსხვავებულ პოლიტიკურ შეხედულებებს და გიორგი გახარიას ღია მხარდაჭერას უკავშირდებოდა. უცნობია გაასაჩივრებს თუ არა ბათუმის საკრებულო  სასამართლოს გადაწყვეტილებას. კომენტარს მოპასუხე მხარე გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ გააკეთებს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში