ელენე ხოშტარია ხელისუფლებას რუსეთთან კავშირში ადანაშაულებს

20 აპრილი 2022, 14:01 941 ნახვა

,, დროას“ ლიდერის განცხადება. ელენე ხოშტარია ირწმუნება, რომ   რუსეთი საქართველოს სანქციებისთვის გვერდის ასავლელად იყენებს. ხოშტარიას მტკიცებით, ქართული კომპანია "გერა" რუსულ ტრანზაქციებს რუბლში იღებს და შემდეგ დოლარში აკონვერტირებს.  მისივე  ინფორმაციით, რუსეთის საავტორო უფლებათა ასოციაცია ,,რაომ“  ესტონურ კომპანიას ჰონორარის გადახდა ქართული კომპანია გერას გავლით შესთავაზა. მისი მტკიცებით, რუსულმა კომპანიამ ესტონელ კოლეგას ამის შესახებ წერილი მისწერა, რომლის შინაარსიც ბრიფინგზე გაახმოვანა.

ხოშტარია მოუწოდებს მთავრობას, შეისწავლოს ეს კონკრეტული შემთხვევა და შეცვალოს კანონმდებლობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში