ჯეიმს აპატურაი თავდაცვის სამინისტროში

20 აპრილი 2022, 18:07 921 ნახვა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეს უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების მიმართულებით, ჯეიმს აპატურაის მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე ომზე და მის შედეგად რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების რთულ გარემოზე.შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა ლელა ჩიქოვანმა და დავით სუჯაშვილმა ისაუბრეს თავდაცვის ტრანსფორმაციის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და განხორციელებულ რეფორმებზე. ხაზგასმით აღინიშნა კიბერთავდაცვის შესაძლებლობების განვითარების კუთხით მიღწეული პროგრესი და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის კიბერუსაფრთხოების ინიციატივაში ნატო-ს და წევრი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელოვანი როლი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში