უმაღლეს საბჭოში დღეს ორ მინისტრს მოუსმენენ

21 აპრილი 2022, 11:58 1066 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოში დღეს პლენარული სხდომა გაიმართება. დღის წესრიგის მიხედვით დეპუტატები მინისტრის საათის ფორმატის ფარგლებში დღეს აჭარის სოფლის მეურნეობის და ჯანდაცვის მინისტრებს მოუსმენენ.

გიორგი სურმანიძე და ნინო ნიჟარაძე  სამინისტროს საქმიანობის შესახებ მოხსენებას წარადგენენ. 

ასევე დაგეგმილია ქონების მართვისა და განკარგვის  შესახებ კანონპროექტში ცვლილებების შეტანა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში