საქართველოს პრემიერის და აშშ-ს ელჩის შეხვედრა

21 აპრილი 2022, 14:51 878 ნახვა

უკრაინაში მიმდინარე ომი, რეგიონში არსებული უსაფრთხოების ვითარება და საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორული ურთიერთობების გამყარება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოში აშშ-ის ელჩის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა უკრაინას ომის დაწყების დღიდან მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.

უკრაინაში უკვე გაგზავნილია 500 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი და ეს პროცესი გრძელდება. საქართველოში ჩამოსულ უკრაინის მოქალაქეებს კი მაქსიმალური მხარდაჭერა გაეწიათ ყველა შესაბამისი სამსახურის მხრიდან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში