გერმანია უკრაინას დამატებით 37 მილიონ ევროს გადასცემს - უცხოური მედია

22 აპრილი 2022, 10:19 1416 ნახვა

გერმანია უკრაინას დამატებით 37 მილიონ ევროს გადასცემს-ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ეს თანხა ომის შედეგად დანგრეული ქვეყნის აღდგენაზე დაიხარჯება.

არსებული ინფორმაციით, 22,5 მილიონი ევრო უკრაინის ელექტროსისტემის განახლებას მოხმარდება, ხოლო 14,4 მილიონი საცხოვრებელი სახლების აღდგენასა და სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად იქნება გამოყოფილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში