რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მზად არიან, მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეები გაუშვან

25 აპრილი 2022, 15:09 2282 ნახვა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ მზად არიან, მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეები გაუშვან. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

როგორც მოსკოვში განაცხადეს, დღეს 25 აპრილს, კიევის დროით 14:00 საათიდან რუსი სამხედროები ცეცხლს არ გახსნიან და მისცემენ საშუალებას ქარხანაში მყოფ მშვიდობიან მოქალაქეებს, ტერიტორია დატოვონ.

მათივე განცხადებით, ჰუმანიტარული დერეფანი უკვე 36 დღეა, მოქმედებს, რასაც უკრაინული მხარე არ ადასტურებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში