ევროპის იმუნიზაციის კვირეული

26 აპრილი 2022, 11:02 955 ნახვა

„დიდხანს სიცოცხლე ყველას“ - აჭარაში ევროპის იმუნიზაციის კვირეული დაიწყო. 

კვირეულის ფარგლებში გეგმურ იმუნიზაციასთან დაკავშირებით  ჩატარდება საინფორმაციო კამპანიები მოსახლეობისთვის, მედიისთვის, ჯანდაცვის სისტემის სპეციალისტებისთვის, პოლიტიკოსებისთვის.   

ევროპის იმუნიზაციის კვირეულის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ.   

ვაქცინაციის მსურველებს შეუძლიათ მიმართონ ბათუმის საოჯახო  მედიცინის ცენტრს, როგორც გეგმური,  ასევე პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრისთვის, რომელიც მოზარდებში 11დან 18 წლამდე ტარდება

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში