გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები

27 აპრილი 2022, 11:38 1296 ნახვა

ბათუმში შარაშიძის  ჩიხებში  უკვე დასრულდა მიწისქვეშა საკომუნიკაციო სამუშაოები, რის შედეგადაც მოეწყო სანიაღვრე სისტემები.

ამ ეტაპზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. შარაშიძის ჩიხების რეაბილიტაციისთვის ერთ მილიონამდე ლარი დაიხარჯება.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, აეროპორტის ადმინისტრაციულ ერთეულში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად ჯამში 3 მილიონამდე ლარი გამოიყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში