ომის ნაცვლად მიიღებენ დიდ შენებას საქართველოში - პრემიერ-მინისტრი

27 აპრილი 2022, 15:40 1552 ნახვა

მე ვუსურვებ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს მშვიდობის დამყარებას, ომის მალე დასრულებას და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, სახლებში დაბრუნებას მშვიდობიანად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ გრუშევსკის სახელობის 41-ე საჯარო სკოლაში უკრაინელ მოსწავლეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო მაქსიმალურ მხარდაჭერას და ყურადღებას გამოხატავს უკრაინის მიმართ და ეს მომავალშიც გაგრძელდება.

"მინდა, კიდევ ერთხელ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს ვუსურვო მალე დაბრუნება საკუთარ სახლებში. ჩვენ ის ტკივილი რასაც ისინი ახლა გადიან გამოცდილი გვაქვს არაერთგზის და მე ვუსურვებ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს მშვიდობის დამყარებას, ომის მალე დასრულებას და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, სახლებში დაბრუნებას მშვიდობიანად. ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი ხალხი მაქსიმუმს აკეთებს, ჩვენ ვართ 190 ქვეყანას შორის პირველ ადგილზე, რომელმაც ყველაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნა უკრაინაში, 500 ტონაზე მეტი ტვირთი გაიგზავნა ჩვენი ხალხის მიერ, ესაა ქართველი ხალხის საჩუქარი და დახმარება უკრაინელი ხალხისთვის. რა თქმა უნდა, უკრაინის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან, ჩვენ მაქსიმალურ მხარდაჭერას და ყურადღებას გამოვხატავთ და ეს მხარდაჭერა გაგრძელდება მომავალშიც,“- აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერმა კომენტარი გააკეთა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა სხვა აქტუალურ თემებთან დაკავშირებითაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში